ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რამდენიმე თემამ გაიჟღერა. მათ შორის, შეეხო შესრულებული პროექტებს, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებს, ასევე ინფრასტრუქტურისა და ეფექტური თანამშრომლობის თემებს.
,,პანდემიის პირობებში ძეგლები პრიორიტეტი ვერ იქნება, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომ კიკვიძის ძეგლი აღებული იქნება”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ. ძეგლების თემის აქტუალობის ნიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს მზეჭაბუკის ძეგლის დაბრუნება შეახსენეს.
შეგახსენებთ, რომ მზეჭაბუკის ძეგლის დადგმისათვის ქუთაისის ბიუჯეტში 100000 ლარია გათვალისწინებული.