54 გარდაცვლილი და 3 221 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
დღეს, 10:36 29
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 221 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 54 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 2 990 პაციენტი.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 27 772-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 26 125 ადამიანი აიცრა.