ქუთაისში კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მას სამხედრო მოსამსახურე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მაღალი სიცხით რამდენიმე დღე სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. საავადმყოფოში გადაყვანის შედეგად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ცნობილია, კორონა ვირუსი ოჯახის ყველა წევრს დაუდასტურდა.
გარდაცვლილის მეუღლე მესამე ბრიგადაში მსახურობს. ის და მისი შვილები მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.