ნუგზარ ხუციბერიძეს ქუთაისის მერი ახლადშექმნილ ტრასპორტის სამსახურში ასაქმებს – ამის შესახებ პოსტს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანია აქვეყნებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცლელად გთავაზობთ:
“ჩემი ინფორმაციით, ამ ზონდერს, ნუგზარ ხუციბერიძეს ნიშნავს ქუთაისის მერი ახალშექმნილ ტრანსპორტის კომპანიაში მოადგილედ. ცოტა ხნის წინ ამ უმსგავსო გამოხტომისთვის თვითონვე მოხსნა ცოტა ხნის წინ და ფეისბუქზეც ეს შეფასება გაუკეთა. ეხლა კვერცხების და ცოცხების სროლით გამოიჩინა თავი და ეტყობა ხარკი უნდა გადაუხადოს და უკან მიაქვს თავისი სიტყვები. აი ასეთი “პრინციპული” მერი ყავს ქუთაისს. მალე ნანა კოსტავასაც აღადგენს ფრაქციის თავმჯდომარედ და ეგაა” -წერს გიგა შუშანია