კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“, – წერს კალაძე.
რა დაავადებაა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომლის დიაგნოზიც კახა კალაძეს დაუსვეს :
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს:
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ათეროსკლეროზი;
- ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
- არტერიების გასკდომა;
- სისხლძარღვების ანთება;
- შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
- ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
- ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა;
- ამინიდის ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ოფლიანობა;
- გულისცემის ცვლილებები;
- არტერიული წნევის ცვლილებები;
- უხერხული შეგრძნება კიდურებში;
- სწრაფად დაღლა;
- სისუსტე
ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.
კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.