,,პროვოკატორი, რომელიც ჟურნალისტების პროვოკაციაზე წამოგებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობს.
კატეგორიულად მოვითხოვ დაწინაურების მედალი შეუცვალოთ რკინის ბორკილით !!! Emzar Gagnidze საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
ქუთაისის მერიის თანამშრომელი, ვიღაც ,,მომღერალი” ოთარ კვალიაშვილი, მთელი დღის განმავლობაში ემუქრება მოქალაქეებს, შემდეგ ემუქრება ჟურნალისტებს, აგინებს იმის გამო, რომ მდუმარე აქცია ჩავატარეთ აწ გარდაცვლ ჩვენი კოლეგის გამო. ცდილობს პროვოკაციაზე წამოაგოსბჩემი კოლეგები .
სამუშაო საათებში , ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვიღაც ,,მომღერლის” პროვოკაციაზე არც ერთი ჩემი კოლეგა არ წამოეგო. დღის ბოლოს კი ვიღაცების მითითებით, რომლების ტელეფონში აძლევდნენ მითითებას, შემოიჭრა საკუთარ სახლში და მოითხოვდა მასალების წაშლას, წინაღმდეგ შემთხვევაში გამიხეთქავდა თავს.
Keti Uznadze Emzar Gagnidze საქმის პროკურორო, კანონის უმკაცრესი ზომა გამოიყენეთ ამ პროვოკატორის სათანადო ადგილზე განსამწესებლად, რადგან ადამიანი არის პროვოკატორი და მისი ქმედება ემსახურება კიდევ ერთხელ ვაზუსტებ სახელმწიფო სამსახურების დაკნინებას და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ნებისმიერი თქვენი ლოიალური დამოკიდებულების წახალისების შედეგზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.