საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეპარატ მოლნუპრავირის შესახებ წერს და კვლევის მეორე ფაზის შედეგსაც აქვეყნებს.
“შეპირებული კარგი ამბები.
✅კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი Molnupiravir მოადგა კვლევების მე-3 ფაზას.
მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული).
დაველოდოთ. მაგრამ სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნებ ხელმისაწვდომი ჩვენ უნდა გავუფრთხილდით ერთმანეთს.
✅აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის კიდევ არის ხელმისაწვდომი…
✅ჯანმრთელობას გისურვებთ.
პ.ს.: ისე მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.