თეა წულუკიანი სამეგრელოს ირაკლი ვჩიბერაძეს მიკროფონის წართმევით მას შემდეგ დაემუქრა, რაც “მთავარი არხის” იმერეთის ბიუროს კორესპონდენტმა მას ემა გოგოხიასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა-როდის დააბრუნებდა მიკროფონს.
ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ემა გოგოხიას მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებს, ხოლო თუ ამ თემაზე კიდევ ჩაეკითხება, მიკროფონის გარეშე ამჯერად , თავად ირაკლი ვაჩიბერაძე დარჩება:
“მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს. თქვენ კარგად იცით რას უკავშირდება ეს თარიღი, კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ” – დაემუქრა წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
3 ოქტომბერი მიკროფონის დაბრუნების თარიღად თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მაშინ დაუთქვა, დოდესაც მიკროფონი წაართვა, შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სცენაზე ავიდა. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა საზოგადოებას:
“ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას” გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ
(ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები), როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”, – თქვა, მიკროფონით ხელში, სცენაზე ასულმა თეა წულუკიანმა.
მართალია, ,,მთავარმა არხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.