LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კაპიტოლიუმში ჯანყის შემდეგ „რესპუპლიკელები“ მხარდამჭერებს კარგავენ –

კაპიტოლიუმში ჯანყის შემდეგ „რესპუპლიკელები“ მხარდამჭერებს კარგავენ –

დაპოსტა 2021/01/29-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

30 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელიც ადრე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრად იყო რეგისტრირებული აზრი შეიცვალა და ტრამპის მხარდამჭერთა მიერ კაპიტოლიუმზე შეტევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პარტიის ამომრჩეველთა რეესტრიდან ამოეწერა. ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Hill ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

„სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია სენატში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები და საკანონმდებლო ინიციატივის საფუძვლად ძალადობის წაქეზება დაასახელა.

განდგომის მასიური ტალღა პრაქტიკულად უპრეცედენტო პარტიული მიგრაციაა, რამაც შეიძლება პრობლემები მოუტანოს რესპუბლიკელებს, არადა საპრეზიდენტო არჩევნებისა და სენატის უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ პარტია თავის გზის პოვნას ცდილობს.

ეს შეიძლება ბევრად უფრო დიდი აისბერგის მწვერვალიც იყოს: 30 ათასმა ამომრჩეველმა, ვინც აწ უკვე დატოვა რესპუბლიკური პარტია, იმ რამდენიმე შტატშია კონცენტრირებული, რომლებიც ყოველკვირეულად აქვეყნებენ ამომრჩეველთა რეგისტრაციის მონაცემებს და ინფორმაციას პარტიული მიგრაციის შესახებ.

ამომრჩეველთა პარტიული მიგრაცია არ არის უცხო, თუმცა მონაცემები ცხადყოფს, რომ წლის პირველ კვირებში ბევრად მეტმა რესპუბლიკელმა შეიცვალა რეგისტრაცია, ვიდრე დემოკრატმა. მერყევ ამომრჩეველთა საკვანძო შტატებში ბევრი ამომრჩეველი იცვლის პარტიულ რეგისტრაციას და ეს ხშირად ხდება თეთრი სახლისთვის ბრძოლისა და კონგრესის მიერ კონტროლის მოპოვებისკენ სწრაფვის საგანი.

გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, პენსილვანიის შტატის თითქმის 10 ათასი ამომრჩეველი ამოეწერა რესპუბლიკური პარტიიდან წლის პირველი 25 დღის განმავლობაში. მათი მესამედი – 3476 პირი – დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერად დარეგისტრირდა; დარჩენილმა ორმა მესამედმა სხვა პარტიის მხარდამჭერად რეგისტრაცია არჩია ან გადაწყვიტა, რომ ამჟამად არცერთ პარტიასთან ყოფილიყო ასოცირებული.

ამის კონტრასტულად, პენსილვანიის შტატის დემოკრატთა დაახლოებით მესამედმა გადაწყვიტა რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანება (2093 სარეგისტრაციო მონაცემები ორშაბათის მდგომარეობით), არცერთ და უმნიშვნელო პარტიასთან  (1184 სარეგისტრაციო მონაცემები) ასოცირება.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის თითქმის 6 ათასმა ამომრჩეველმა უარი განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრობაზე. არიზონას თითქმის 5 ათასი ამომრჩეველი აღარ არის რეგისტრირებული რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განდგომილ ამომრჩეველთა რაოდენობა კოლორადოს შტატში 4500 ადამიანია, ხოლო მერილენდის შტატში 2300 ყოფილი რესპუბლიკელი ახლა არცერთი ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერად არის რეგისტრირებული.

ყველა ამ შტატში, იმ დემოკრატების რაოდენობა, რომლებმაც ოდესმე დატოვეს თავიანთი წინა პარტია, მინიმალურია იმ ყოფილ რესპუბლიკელებთან შედარებით, რომლებიც ახლახანს განუდგნენ თავიანთ პარტიას.

ფლორიდის შტატში რამდენიმე ადგილობრივი საარჩევნო ოფისის ცნობით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში დაფიქსირდა პარტიული რეგისტრაციის ცვლილებების მატება. მაიამის შტატის ორ ოლქში განაცხადეს, რომ ჯამში 1000 რესპუბლიკელი დარეგისტრირდა სხვა პარტიული ნიშნით 6 იანვრის შეტევიდან სულ რაღაც ორ დღეში. იმავე პერიოდში მხოლოდ 96 დემოკრატმა შეცვალა პარტიული მიკუთვნება.

ტამპას ყურეში სამი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2 ათასზე მეტი რესპუბლიკელი ამომრჩეველი დარეგისტრირდა სხვა პარტიული ნიშნით. იმავე სამ საარჩევნო ოლქში – ჰილსბორო, პასკო და პინელასი – მხოლოდ 306 დემოკრატმა შეცვალა პარტიის წევრობა.

როდესაც ასე ბევრი ამომრჩეველი იცვლის პარტიას კონკრეტული სავადო თარიღის მოახლოებუის გარეშე, საარჩევნო ექსპერტების დიდ ინტერესს იწვევს. ადამიანთა უმრავლესობა იმ პარტიის მხარდამჭერად რჩება, რომელთანაც თავდაპირველად დარეგისტრირდა, ხოლო ვინც პარტიულ მიკუთვნებაში ცვლილებებს ახდენს, ამას ჩვეულებრივ მოახლოებული შუალედური არჩევნების მოტივაციით აკეთებს.

„ჩვეულებრივ, შუალედური არჩევნების გარდა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ხალხი პარტიული მიკუთვნების ცვლილებას არ ახდენს, რადგან მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნიბით ხდება პარტიულ სიებში მხადამჭერთა გადაადგილებები. ნებისმიერ სხვა დროს დიდი არაფერი ხდება ხოლმე პარტიული ნიშნით რეგისტრაციაში”, – აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის ხმის მიცემისა და არჩევნების ექსპერტი მაიკლ მაკდონალდი.

მხოლოდ რამდენიმე შტატი აქვეყნებს ყოველკვირეულად ამომრჩეველთა რეგისტრაციის მონაცემებს. სხვები ყოველთვიურ მონაცემებს ასაჯაროებენ. ბევრი შტატი არ წვრილმანდება დეტალებით და იქ უცნობი რჩება ვინ დატოვა პარტია. როდესაც მეტი შტატი გამოაქვეყნებს პარტიული რეგისტრაციის მონაცემებს, შეიძლება გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს იმ ამომრჩეველთა რეალური რიცხვი, ვინც ბოლო კვირაში რესპუბლიკური პარტია დატოვა და სხვა პარტიის მხარდამჭერად დარეგისტრირდა.

მაკდონალდი ასევე აცხადებს, რომ ვინც პროაქტიულად ახდენს პარტიული მიკუთვნების მონაცემების შეცვლას რეესტრში, სავარაუდოდ კარგად არიან ინფორმირებულნი, თვალს ადევნებენ სიახლეებს და იციან, რომელი პროცედურების გამოყენებით შეუძლიათ პარტიული რეგისტრაციის შეცვლა.

„ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, ალბათ ძალიან გათვითცნობიერებული ამომრჩეველია. სავარაუდოდ, ისინი ძალიან არიან ჩართულნი ამ პროცესში” თქვა მან და დასძინა „თუ ადამიანი იმდენად გათვითცნობიერებულია, რომ საკუთარი პარტიული მიკუთვნების რეგისტრაცია შეცვალოს, ის საარჩევნო ყუთთან აუცილებლად მივა და სასურველ პარტიას მისცემს ხმას”.

ზოგიერთი მონაცემი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელების პორტირება ხდება გარეუბნების ოლქებში, სადაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს და ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს დიდად გაუჭირდათ 2018 და 2020 წლების არჩევნებში.

პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი, ვინც რესპუბლიკურ პარტიასთან კავშირი გაწყვიტა, ამომრჩევლად არიან დარეგისტრირებული მონტგომერის, ბაკის, ჩესტერისა და დელავერის საარჩევნო ოლქებში (ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქები). აქ ბოლო წლებში დემოკრატიული პარტიისადმი სიმპათიები იკვეთება. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხმების 58 პროცენტი სწორედ ჩესტერის ოლქში მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ ისტორიაში.

ამის საპირისპიროდ, რესპუბლიკელებმა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებიდან უფრო მეტი ხმები მიიღეს ბერკსის, ლუცერნისა და კამბრიის ოლქებში, ყოფილ ურბანულ დასახლებებში და სოფლებში სადაც ტრამპს უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის წინა კანდიდატებს.

ტრამპმა ხმების 68 პროცენტი დააგროვა კამბრიას ოლქში და მის ადმინისტრაციულ ცენტრში – ჯონსტაუნში, რაც დინასტიური დემოკრატების ოლქია და საიდანაც კონგრესში წარმოდგენილია ჯონ მურთა (დემოკრატი). ეს კანდიდატი რესპუბლიკელების წინა კანდიდატებს ჯობდა, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის მიერ 2016 წელს მოპოვებულ საუკეთესო მაჩვენებელზე – 66.5% – რითაც გამარჯვება გაიმყარა.

მაკდონალდი სიფრთხილით ამბობს, რომ საერთო ჯამში პარტიული პორტირება შედარებით მცირე ზომისაა, რადგან პენსილვანიის შტატში განდგომილი 10 000 ყოფილი რესპუბლიკელი მცირე ფრაგმენტია პარტიის თითქმის 3.5 მილიონიანი ამომრჩეველთა რიცხვიდან. მაგრამ ნიშანდობლივი ის არის, რომ რაც არჩევნების დღემდე ხდებოდა იმის საპირისპირო ტენდენციაზე მეტყველებს ეს მონაცემები.

„არჩევნებამდე ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, უფრო მეტი რესპუბლიკელი რეგისტრირდებოდა” – აცხადებს მაკდონალდი და იქვე დასძენს „ეს განა უბრალოდ პატარა ნიუანსია, ის წინა წლებისგან განსხვავებულ ტენდენციაზე მიგვანიშნებს”.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

მარნეულში საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეულში, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება
მთავარი

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა. მინისტრმა განათლების სისტემის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს მომავალში უღალატებენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

უახლოეს მომავალში, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს შეიძლება ახლო წრესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეხვდეს. მთავარია, იპოვო ძალა, რომ წინ წახვიდე. კიბო ღალატმა შეიძლება განსაკუთრებით ღრმად გატკინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენთან ახლოს...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია სიურპრიზები და მატერიალური ბონუსები – იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

სამშაბათი, 6 მაისი განსაკუთრებით ემოციური დღეა. ნუ მოექცევით გრძნობების გავლენის ქვეშ. შესაძლოა სენტიმენტებმა გავლენა იქონიოს სიყვარულზე, საქმეზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. ემოციური გაწონასწორება გადაგარჩენთ გაუგებრობებისგან. ოთხშაბათი, 7 მაისი იდეალური დღეა შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის,...

დაწვრილებითDetails

როგორი ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეს ზაფხული აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ისინი მიხვდებიან, რომ საბოლოოდ იპოვეს ბედნიერება, მათი ცხოვრება სიხარულით იქნება სავსე და ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება. კირჩხიბი ეს ზაფხული მოგცემთ იმას,...

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება მაისის თვე იღბლიანი – პროგნოზი 12 ნიშნისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 2025 წლის მაისისთვის – ვის გაუღიმებს იღბალი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად. ეს პროგნოზი ეფუძნება პლანეტარულ განლაგებებს, განსაკუთრებით ვენერას, იუპიტერსა და მერკურის ასპექტებს: ვერძი იღბლიანი: ✔️მაისი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ კარიერაში...

დაწვრილებითDetails

“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა
მთავარი

ქუთაისში, ბუხაიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მიმდებარედ, ასაკოვან ქალბატონს დაეკარგა თანხა, ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფში "სიახლე ქუთაისში" წერს Maggie Koghuashvili მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, რომელთაც კიდევ შერჩათ სიკეთის, გულიხსმიერების და სხვების...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისის აია არენაზე რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება....

დაწვრილებითDetails

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"