უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ. მისი თქმით საჭიროა სწორი არგუმენტაციის წარმოდგენა ორივე მხრიდან:
“ზოგადად კანონი არის საზოგადოების შეთანხმების ნაწილი, კანონს ვღებულობთ საზოგადოების დაკვეთით და შეთანხმების შესაბამისად თუ რაიმე კითხვები ისმება ამას ჭირდება სწორი არგუმენტაცია, მათ შორის ოპონენტების მხრიდან. კანონპროექტი, რომელიც რეალურად ჩვენის მხრიდან არის ინიცირებული ეს გახლავთ გამჭვირვალობა და ზოგადად მოქალაქეებს ქონდეს ინფორმაცია კონკრეტული სექტორის მხრიდან, რაში, როგორ და რანაირად იხარჯება, ის ფინანსური რესურსი, რომელითაც ჩვენი მეგობრები, მათ შორის პარტნიორები კონკრეტულ ორგანიზაციებს აფინანსებენ . ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოქალაქეების ინფორმირება, რომ მოქალაქეებს ქონდეთ სწორი ინფორმაცია იმ ფინანსების შესახებ, რომელსაც ჩვენი პარტნიორები, კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხარჯავენ ამ ქვეყანაში . მე ვფიქრომ ჩვენი ლიდერის და პრემიერ მინისტრის გამოსვლა უნდა მოისმინოს ყველამ, იქ ნათლად არის ნახსენები ყველა ის არგუმენტაცია, , რომელიც მმართველ ძალსს გააჩნია.”
მისივე თქმით კანონპროექტის მიზანია ისეთივე გამჭვირვალობა როგორითაც თავს ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობა იწონებს:
“ჩვენმა მთავრობა არაერთხელ დაამტკიცა ამ პროცესის პოლიტიკის დადებითი მხარე, როცა მთავრობა არის გამჭვირვალე, მთავრობის საქმიანობა არის გამჭვირვალე, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესი და ინსტიტუტები გამჭვირვალეა მოქალაქეებისთვის. სწორი არგუმენტაციით ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს . მე მინდა კიდევ ერთხელ მოქალაქეებს მოვუწოდო სიმშვიდისკენ რათქმაუნდა არ უნდა გაცდენ კონსტიტუციურ ფარგლებს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პოლიციელების მიმართ. იქ, სადაც იქნება გადაცდომა, გადამეტება ძალის გამოყენების პოილციეების მხრიდან ამას შეისწავლის კონკრეტული სამსახურები.”-აღნიშნა შემგელიამ.