“იქნებ, მავანმა უკვე დაგეგმა კუბოების ბიზნესი?! ,,რატომ არ ისმენს ერი და ბერი მედიკოსების შეგონებას, რატომ არ იაზრებს და იზიარებს საქართველო იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც გარდაცვლილთა კრემაციას და დაკრძალვას ვერ აუდიან. ის, რომ საქართველომ საწყის ეტაპზე ვირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი ეპიდემიოლოგებისა და მიღებული შეზღუდვების აღსრულების შედეგი იყო. დღეს კი, ამ შეზღუდვებს არ ცნობენ, ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და ეკლესიას ტაძრებთან აიგივებენ. რატომ არ აძლევს მღვდელი კურთხევას მორწმუნე ადამიანებს დარჩნენ სახლში და შინ ილოცონ. კითხვები, რომელთაც ცალსახად არავინ პასუხობს. და თუ შეუცნობელია გზანი უფლისანი, რატომ არ შეიძლება კეთილი ანგელოზები ან სულაც, უფალი გვაუწყებს მოახლოებულ საფრთხეს ჩვენი თავდადებული ექიმების პირით და გვთხოვს, გავერიდოთ დახურულ სივრცეში თავშეყრას, რომ დავრჩეთ საკუთარ თავთან და ჩვენს გულებში აღსდგეს უფალი! სოციალურ ქსელში ბევრი რატომ გაჩნდა-რატომ არ არის შეუვალი ხელისუფლება აღასრულოს მის მიერ მიღებული კანონი? რატომ არ აცნობიერებს მოახლოებულ საფრთხეს ეკლესია? აკი გვითხრეს-შეიძლება კუბოები ვერ დაითვალოთო ან როგორც ერთმა ბატონმა თქვა, იქნებ, მავანმა უკვე დაგეგმა კუბოების ბიზნესი?! “ – გვწერს megatv.ge –ს ვიზიტორი ქუთაისიდან.
” ნარჩუნდება ძლიერი წვიმა და ელჭექი, მოსალოდნელია სეტყვა”- გარემოს ეროვნული სააგენტო
16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულების...