„წელს მასშტაბური ინფრასტრქუტურული პროექტების განხორციელდება. მინდა მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, რადგან იქნება შეზღუდვები“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
„უნდა დაიწყოს წერეთლის, აღმაშენებლის, საიათნოვას და თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაცია. 4 მარტს წერეთლის ქუჩაზე მთავრდება ტენდერი და მუშაობა სექტორულად დაიწყება. გვაქვს უკვე მომზადებული ხახანაშვილისა და ჯიბლაძის ქუჩის პროექტებიც, მაგრამ ისინი უნდა გადავდოთ, რადგან იქ არსებულ სასტუმროებთან კერძო ბიზნესებთან მისასვლელი გზა საერთოდ გადაიკეტება. პირველ ტაპზე ეროვნული ბანკიდან ბალახვნის მოედნამდე, ჩატარდება სამუშაოები, შემდეგ მოედნიდან სკოლამდე და ბოლოს კი ჭავჭავძის ქუჩამდე.
ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ, იმ გზების უმეტესობა, რომლებსაც წელს ვაკეთებთ ძირითადად შიდა გზებია და მათ რეაბილიტაციზე დიდი ხანია იყო მოთხოვნა.
წყალწითელას ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება შემოსასვლელში, ასევე დანილ ჭონქაძის ქუჩაზე ოღასკურაზე გადასასვლეი ხიდი მოეწყობა. რუსთაველის გამზირზე განათებები დამონტაჟდება . ფეხით სავალი ნაწილი განათებული არაა. ვგეგმაბთ რომ უკვე არსებულ სვეტებზე მივამაგროთ დამატებითი სანათები, როლებიც ფეხით სავალ მხარეს იქნება მომართული.
გრიშაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია კი 900 000 ჯდება. ღირებულება გაზარდა იმან, რომ გზაჯვარედინის იქით თეთრ ხიდამდე მთლიანად ქვაში იქნება ქუჩა , იქამდე კი ფეხით სავალი ნაწილები . დაიგება გრანიტი პარკეტისებურად დაჭრილი , ასვე წერეთლის ქუჩაზეც.” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.