მარსის ზედაპირის კვლევა, აქტიურად მიმდინარეობს. წითელ პლანეტაზე, ზედაპირის გამოსაკვლევად, სხვადასხვა მოწყობილობები იგზავნება, რათა მომავალში იქ ადამიანების გამგზავრება გახდეს შესაძლებელი.
კომპანია სფეისიქსი მარსზე ადამიანის გამგზავრებას 2024 წლისთვის გეგმავს და ამ მისიისთვის კოსმოსურ ხომალდს, Starship აშენებს.
თუ ადამიანი მარსის ზედაპირზე ფეხის დადგმას მოახერხებს, სავარაუდოდ, იქ კვლევითი სადგურიც აშენდება. შესაძლებელია, რომ ამავე სადგურზე, ისტორიაში პირველად დედამიწის გარეთ დაბადებული ბავშვიც გამოჩნდეს.
მარსის ზედაპირზე, დედამიწასთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული პირობებია, ამიტომ იქ დაბადებული ბავშვი, სხვანაირად განვითარდება. ამის შესახებ ტექნოლოგიური პორტალი ჰაი-ნიუსი წერს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შორეული პლანეტა, იქ დაბადებულ ბავშვებზე სხვადასხვა გავლენას მოახდენს.
ავტორის თქმით პირველ რიგში, მარსზე დაბადებული ბავშვები თავის დედამიწელ თანატოლებთან შედარებით უფრო მაღლები იქნებიან. პლანეტაზე უწონადობის გამო ხერხემლის ფორმები იცვლება. ხდება მისი ე.წ გაწელვა.
მაგალითად, ამავე მიზეზით გრძელი კოსმოსური ფრენების დროს ასტრონავტების სიმაღლე 3 პროცენტით იზრდება, საშუალოდ 3-5 სანტიმეტრით. მათი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი სიმაღლე ერთი კვირის განმავლობაში, უბრუნდება იმ ნიშNულს, რაც მათ კოსმოსში გაფრენამდე ჰქონდათ.