მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას და თქვენ, როგორც გინდათ ისე გააკეთეთ – ამ სიტყვებით მიმართა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა დავითობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს.
ქადაგებისას მეუფე საბა ამბობს, რომ ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, რაც მისი თქმით, მეორე მოსვლის ნიშანია.
„სხვათაშორის ასეთი ინფორმაცია მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა – ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. მიხვდებით ბევრი რომ ამას შემთხვევით არ ვამბობ.
ეს დაკავშირებულია ბოლო დროსთან, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან. ასე რომ მოვასწროთ ბევრი კეთილი საქმე. როგორც პატრიარქმა გვითხრა, ვიცხოვროთ ღვთის და მოყვასის სიყვარულით“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე საბამ