“2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები
კერძოდ:
• ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
• ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
• იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.
ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები” – ნათქვამია საქართველოს ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.