ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა. „ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,-ნათქვამია განცხადებაში.