ასე ხვდებიან ქუთაისში სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესის უშუალოდ საკლასო ოთახებში განახლებას . ზამთრის არდადეგების შემდეგ, 18 იანვრიდან-ამ დრომდე ქუთაისში სკოლის მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში იყვნენ , მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გადახლდა გამონაკლისთა შორის ქუთაისი ვერ მოხვდა. “38-ვე საჯარო და 10 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. დასწრება თითქმის 100 %-მდეა. სასწავლო პროცესი ყველანაირი რეგულაციების დაცვით დავიწყეთ,”-განაცხადა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციის მიხედვით , ონლაინ სწავლების რეჟიმში 1250 მოსწავლე დარჩა. საკლასო ოთახებში კი სწავლას 26 800 მოსწავლე აგრძელებს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის...









