“ირაკლი ბებუამ “აფხაზეთის დროშა” დაწვა, რითაც დემონსტრაციულად გაუსვა ხაზი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მთლიანობას – პირდაპირ ოკუპაციის გულში.
შედაგად, მას სამი მუხლით წაუყენეს ბრალი და მიუხედავად იმისა რომ მარიონეტული კოდექსით ე.წ “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა” ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება, 9 წლით გამოკეტეს ტყვეობაში.
ამჟამად ის უკანონო სასჯელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის და უმძიმეს პირობებში იმყოფება.
12 თვე გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია მთავრობისგან არანაირი განცხადება.ფაქტია მის დასახსნელად არაფერს აკეთებენ.
საქართველოს მთავრობა ქართული ოცნება / Georgian Dream ვითხოვთ თქვენგან პასუხს , აკეთებთ თუ არა რამეს , ამ ადამიანის დასახსნელად?!” – წერს სოციალურ ქსელში აფხაზური ამბები