წყალტუბოში გაუჩინარებულ ტურისტს ოჯახი ეძებდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ისთვის გახდა ცნობილი გოგონა უკვე ნაპოვნია. მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ოჯახის წევრებს ზარებს არ პასუხობდა. მოგვიანებით ის ნათესავებს თავად დაუკავშირდა.
ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად გოგონას სამძებრო სამუშაოები წუხელ გვიან ღამით დაიწყო, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ მასთან შემხებლობაში მყოფი პირები.
ტურისტი საქართველოში 2 სექტემბრიდან იმყოფება.