ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებში მინიმუმ 90 ადამიანი მოყვა.
„როიტერი“ იტყობინება, რომ შენობაში 47 საცხოვრებელი ბინა იყო განთავსებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებიდან 25 ადამიანი გამოიყვანეს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.