LIVE TV
პარასკევი, დეკემბერი 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება – ეკატერინე ტიკარაძე

დაპოსტა 2021/07/29-ში
111
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია.

„ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით. ვირუსის ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ არის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე როცა ვხედავთ რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს და სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაშია და ეს სამუშაო მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს სასტუმროები ეფექტურად გამოვიყენეთ. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა, რომ უნდა მოახდინონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენ ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ასევე, მობილიზებულა ონლაინკლინიკა, რომელიც ბინაზე დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს. აქედან გამომდინარე, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია. აბსოლუტურად ყველგან არის გამოცხადებული მაღალი მობილიზაცია“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა

დეკემბერი 12, 2025
792
მთავარი

მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე

დეკემბერი 12, 2025
39
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ერთიანი ბაზა

დეკემბერი 12, 2025
71
მთავარი

ივანიშვილის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის – ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში

დეკემბერი 12, 2025
537
მთავარი

ავარია სოფელ მუხაესტატეში, ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

დაწვრილებითDetails

გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და განვაახლეთ გამოძიება – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 12, 2025
23
მთავარი

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის

დეკემბერი 12, 2025
49
მთავარი

წყალტუბოს მერია საახალწლოდ დეკორაციებისა და განათებებისა შესყიდვისათვის 115 450 ლარს გადაიხდის-NAT250019855 მერიამ უკვე ჩაიბარა დეკორაციები და განათებები, მიწოდება შპს "დანდი"-მ უზრუნველყო ასევე წყალტუბოს მერიამ  3250  ლარი გამოყო ფეიერვერკის შესყიდვის მიზნით. 

დაწვრილებითDetails

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს

დეკემბერი 12, 2025
28
მთავარი

ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს ტენდერი უკვე გამოცხადებულია(NAT250020911). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24`575 ლარია სასაჩუქრე ნობათი უნდა  მოიცავდეს  შემდეგი სახის პროდუქტს: 1) ქათამი გაყინული 2) ზეთი 3)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’ იხსნება

დეკემბერი 12, 2025
11
მთავარი

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იხსნება ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025’’. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ის ევროპის კულტურული კონვენციის,...

დაწვრილებითDetails

კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ 300 მეტრიან ახალ მონაკვეთს აშენებს

დეკემბერი 12, 2025
34
მთავარი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიასტერიტორიაზე, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენი ბუნებრივი აირით სამეგრელოს რეგიონს ამარაგებს. მილსადენის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

დეკემბერი 12, 2025
356
მთავარი

დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 29 წლის სერგი შტააძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.   ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში გუშინ იპოვეს. ის სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».