Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 149, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 28, იმერეთში – 21.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი, 1 425 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში .