„მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“-აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმერეთში ფერმერებისა და ამ თემებით დაინტერესებული პირებისათვის 6 თეორიული და 2 პრაქტიკული სწავლება შედგა.
პროექტის მონაწილეებს საშუალება ქონდათ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პარტნიორის, ისრაელის ორგანიზაცია “ფარმენტორი”-ს ექსპერტის დგანიტ სადეჰისაგან მიეღოთ რჩევები და ადგილზე ფერმებში ,უშუალოდ მცენარეებზე დაკვირვების საფუძველზე მიეღოთ კონსლტაცია მცენარეთა დაცვის ამ თუ იმ საკითხზე .
პროექტის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში მონაწილეებმა მაგალითების მეშვეობით ერთობლივად განიხილეს ის დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდოლლოგია და პარაქტიკა , რომლებსა საქართველოში და ისრაელში იყენებენ .
პროექტი USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სი ენეფაი საქართველოს მიერ ხორციელდება.