დღეს 23 აგვისტოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება.
აქ მსურველთ, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიზაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნობიან.