დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 793 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 215 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 219, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 265, საკარანტინე სივრცეში კი 33, თვითიზოლაციაში იმყოფება 4 782 პირი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე.სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 124 გარდაცვალების შემთხვევა.