ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 43 გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 309 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 84, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 3 მოქალაქეა მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 763 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 ადამიანი.