ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 3072 აქტიური შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე.
მისივე თქმით, 8 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.
„ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან, აჭარაში ისევ მაღალია ინფიცირებულთა ოდენობა – 235 პაციენტი. შემდეგ მოდის იმერეთი – 38 პაციენტი, შემდეგ თბილისი – 30 პაციენტი. სამეგრელო- ზემო სვანეთში 14 ახალი შემთხვევაა, გურიაში – 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო-თითო ახალი შემთხვევა“, – განაცხადა ენდელაძემ.