ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 857 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 334 გამოვლინდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 760 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 183, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 27, საკარანტინე სივრცეებში კი 7 ადამიანი. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 2 231 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 ადამიანი.