ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 331 დაფიქსირდა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 731 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 213, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 26, საკარანტინე სივრცეებში კი 64 ადამიანია მოთავსებული.
იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 497 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი.