ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 28 გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 368 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 107, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 11 მოქალაქეა მოტავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 908 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი.