დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალქსა და იმერეთში გამოვლინდა.
კერძოდ, თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი – 279, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 93, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.