იმერეთში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შედარებით საყურადღებოა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ღვანკითში კოვიდ-19-ით სამი პაციენტია დაინფიცირებული. ეპიდემიოლოგებმა ათამდე კონტაქტი გამოიკვლიეს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მედიკოსები აკვირდებიან. ასევე გრძელდება სოფელში კონტაქტების კვლევა და თერმოსკრონინგი.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.