”ესპანეთიდან ჩამოსული პირია” – ამის შესახებ გოჩა გიორგიძემ იმერეთში დაფიქსირებული კორონავირუსის პირველი შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა.
”უცხოეთიდან, კერძოდ ესპანეთიდან ჩამოსული პირია, ქართველი. იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. კონტაქტები მინიმალური ყავს, ყველა იდენტიფიცირებულია და მათზე ხორციელდება მეთვალყურეობა” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ.
იმერეთში covid-19-ის პირველი შემთხვევა წუხელ დაფიქსირდა. პაციენტი თერჯოლიდან ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას საჩხერეში აგრძელებს.
საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.