“იმერეთი საუკუნო პროექტების ეპიცენტრია” – ამის შესახებ იმერეთის მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამერიძემ წყალტუბოში, ქალაქის აღორძინენების გეგმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით იმერეთში ისეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება როგორებიცაა ელექტრომობილების საწარმოეს მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ახლა წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმა.
“იმერეთი საუკუნო პროექტების ეპიცენტრი გახდა, ელექრომობილების საწარმო, საერთაშორის უნივერსიტეტი, წყალტუბოს რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ყველა, 22 სანატორიუმის რეაბილიტაციას, რომელიც 30 წელი იყო მიტოვებული და ახლა გაპარტახებულია. ეს შესაძლებლობაა მთელი რეგიონისთვის, რომ მოხდეს 20 000 ადამიანის დასაქმება. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობისკენ.
რაც შეეხებათ დევნილებს ახლაც მიმდიანრეობს კორპუსების მშენებლობა, როგორც წყალტუბოში ისე ქუთაისში. მომავალ წელს ქუთაისში ბინით კიდევ 1 000 დევნილი დაკმაყოფილდება.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილიმა დღეს წყალტუბოს აღორძინების გეგმა წარადგინა და განაცხადა რომ წყალტუოში არსებულ ყველა სასტუმროსა და აბანოს შეიძენს და დაიწყებს მათ რეაბილიტაციას.