შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად – 232 პირს ამოეწურა.
ამათგან, 24-მა გამოცდა ახლიდან ჩააბარა, ხოლო – 208 ადამიანს მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ – 110 პირს ქულები თბილისში ამოეწურათ; მას მოსდევს – ქვემო ქართლი, სადაც 26 პირს ამოეწურა ქულები; მე-3 ადგილზეა – იმერეთი, 15 პირით; ხოლო მე-4 ადგილს კახეთი იკავებს, სადაც ქულები სრულად 14 პირს ამოეწურა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.
bpn.ge