LIVE TV
შაბათი, ივნისი 3, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

იმერეთის 9 მაღალჩინოსნის ბიზნესინტერესები – რა დარღვევები გამოავლინა კვლევამ

დაპოსტა 2019/10/03-ში
გაზიარება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევაში, რომელიც მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესებს, არასრულად შევსებული დეკლარაციებსა და შეუთავსებელ საქმიანობას უკავშირდება, იმერეთის მუნიციპალიტეტის 9 მაღალჩინობაში მოხდა, მათ შორის არიან  ქუთაისის ვიცე მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

კვლევაში ვკითხულობთ:

ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავას 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „იუკოს” 50% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ ფანჩულიძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „იმერეთი 2017”-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე. ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს 6 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

წყალტუბოს მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძეს 2019 წლის იანვარში ეკლარირებული აქვს, რომ შპს „დიაპლასტის” 50% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ხონის მერს ლადო ჯურხაძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „გლობალ ენერჯი სოლუშენსის”, შპს „ბატონო ტრეველიძის” და შპს „მახაუტოს” დირექტორი და 100% მფლობელი, ასევე შპს „ენერგეტიკის ავტომატიზაციის ქართული კომპანიის” 5% მფლობელია. პრობლემატურია ის გარემოებები, რომ ლადო ჯურხაძე, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, 3 შპს-ში დღემდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას და საკუთარ წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს რუსუდან გიორგაძეს არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე შპს „დ გრუპის’’ დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელია.

ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნინო ბუთხუზი შპს „ოკეანე +”-ის 25% მესაკუთრეა.

ბაღდათის მერის მოადგილეს ფირუზ ბურჯანაძეს 2019 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის ,,ჯორჯიან სენდ კომპანის’’ 50% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ფირუზ ბურჯანაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ფლობს შპს „ჯორჯია სეთ კომპანი 2”-ის 15%-ს, მას არც ეს წილი აქვს სხვა პირზე მინდობით გადაცემული.

ზესტაფონის მერის მოადგილეს დავით მაღრაძეს 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ჯი ემ დის” 50% მესაკუთრე და შპს „დი პი იმპექსის” 50% წილის მფლობელი და დირექტორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” კვლევა 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია აღნიშნული იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების 60-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 10-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის
არასრულად შევსების 5 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 6 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და  კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს] და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.

თეგები: იმერეთიიუზა უგულავაკვლევანიკოლოზ ლატარია
გაზიარება100

დაკავშირებული -პოსტები

ავარია წყალტუბოში | ძმები კომაში არიან

ივნისი 3, 2023
756
მთავარი

უმძიმესი ავარია მოხდა წყალტუბოში. დაშავებულია 2 არასრულწლოვანი.ინფორმაცია “ნიუპრესი”ავრცელებს არსებული ინფორმაციით, 14 და 2 წლის ძმები ამ დრომდე კომაში არიან. ბავშვები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

დაწვრილებით

დაღუპულია ქალი,ხარკოვის რეგიონში ნაღმზე მანქანა აფეთქდა

ივნისი 2, 2023
21
მთავარი

ხარკოვში, დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა, მანქანაში 37 წლის ქალი სამ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 და 15 წლის გოგონები და 12 წლის ბიჭი...

დაწვრილებით

შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა

ივნისი 2, 2023
10
მთავარი

ბელგოროდის ქალაქ შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა - რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამტკიცებს რომ ხანძარი "უკრაინის ჯარების მიერ დაბომბვის შემდეგ" გაჩნდა. შებეკინოში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა ჭურვის დარტყმის შედეგად. ადგილზე...

დაწვრილებით

3 ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს ,რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეჭირათ წარწერით “ირაყლი”-ბაია პატარაია

ივნისი 2, 2023
17
მთავარი

"დღეს სამი ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეკავათ წარწერით “ირაყლი”. სწორედ ამიტომ იგივე წარწერით უფლებადამცველები შევიკრიბეთ. ჩვენ აშკარად არ გვიჭერენ, ვდგავართ უკვე ნახევარი საათია...

დაწვრილებით

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2023
88
მთავარი

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. საუბარია 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაზე, რომელიც  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვში 18 მაისს მოხდა. დაკავებულია 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, რომელიც სავარაუდო...

დაწვრილებით

ბორჯომელი ახალგაზრდა 10 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ივნისი 2, 2023
113
მთავარი

ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა. ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა...

დაწვრილებით

კულტურის მინისტრს მოვუწოდებ უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე-გაგა ჩხეიძე

ივნისი 2, 2023
26
მთავარი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ბრალდებებს ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "იძულებული ვარ, გამოვეხმაურო ეროვნული კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა: - პრეს-რელიზი "გოეთეს მედლით" ჩემი დაჯილდოვების თაობაზე, რომელიც...

დაწვრილებით

რამაზ ზოიძემ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ივნისი 2, 2023
18
მთავარი

რამაზ ზოიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ირანელი მოჰამედრეზა გერეაი აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე, დაამარცხა და ბიშკეკის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დაწვრილებით

გაბი აუტისტია,აქვს საშინელი ტკივილები-ნინო ორდენიძე

ივნისი 2, 2023
39
მთავარი

ევროპული საქართველოს წევრი, ნინო ორდენიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე წერს, რომელსაც მისი თქმით, საშინელი ტკივილები აქვს, დედამისი ჯანდაცვის სამინისტროსგან კონსილიუმის მოწვევას ითხოვს, თუმცა უწყება მას არ პასუხს არ სცემს. ნინო...

დაწვრილებით

როგორ აგვარებს ვანის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხს

ივნისი 2, 2023
38
მთავარი

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ბზობაზე ეკლესიაში არმისვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება მას, ვისაც რაიმე მიზეზი აქვს-მეუფე ნიკოლოზი

აპრილი 11, 2020
74
COVID-19

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დამაიმედებელ პოსტს აქვეყნებს

ივნისი 30, 2021
31
მთავარი

უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლებს კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

აპრილი 15, 2022
43





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!