საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აჭარისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 12 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 31.4 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 4 ტენდერი იმერეთის რეგიონზე მოდის და 11 869 174 ლარს ლარს მოიცავს.
ამ ტენდერების ფარგლებში უნდა მოხდეს იმერეთში ხარაგაულისა და ჭიათურის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა.
კომპანიებს ტენდერებში წინადადებების წარდგენა 6-10 ივნისის პერიოდში ექნებათ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოთხოვნების თანახმად, თითოეულ ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური ღირებულებისა და სირთულის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.