შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებულ ნ.კ. და 1978 წელს დაბადებულ გ.გ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი” და კილოგრამამდე „კეტამინის”, „მდმას“ და „მეფედრონის” შემცველი ნივთიერება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...
გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? - თუ ხედავდა,...
თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება - პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას...
ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი...
ფულის გამომუშავებისადმი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ბევრს შრომობს და გრძნობს, რომ არ იღებს საკმარის შედეგს. სხვებს მეტი იღბალი აქვთ. როგორც ჩანს, ფული მათკენ მდინარესავით მიედინება. ისინი ადვილად უკავშირდებიან...
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს - მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი...
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც...
2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, -...