შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტესო წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში დაზარალებული ოჯახების დეტალური აღწერა დაიწყეს. სპეციალისტების მიერ შეფასდება მიყენებული ზიანის ოდენობა და ოჯახების მიმართ შესაბამისი კომპენსაციის ან ალტერნატიული საცხოვრებლების შეთავაზება მოხდება.
სოფელ ითხვისში მიწის მასის მოწყვეტის შედეგად მეგრელიშვილების, გოგატიშვილებისა და მახათაძეების უბანში 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიადა. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში უკვე გადაიყვანა. ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობდნენ. გეოლოგთა ჯგუფმა ყველა დაზიანებულ სახლში არსებული სიტუაციის დეტალური აღწერა აწარმოეს . გარდა ამისა, ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს