ივლისის თვეში მაშველებმა ზღვაზე 67 ადამიანი გადაარჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცისების მართვის სააგენტო ავრცელებს.
გადარჩენილებს შორის 8 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქეა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში, მაშველებმა სანაპირო ზოლზე 25 დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს.
“იყო მაშველი უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისინი ყოველთვის მზად არიან ამ პასუხისმგებლობის ტვირთი ჩვენთვის ატარონ. იყო მაშველი არამხოლოდ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, არამედ უდიდესი პატივი.” – ნათქვამია საგანგებო სიტუაცისების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.