საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრა .
“არ არსებობს არანაირი თანმიმდევრულობა, არ არსებობს არანაირი პასუხისმგებლობის გააზრება და რაღაც განსაკუთრებით, ამ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში სულ უფრო და უფრო რეალობას მოწყვეტილ ქაოსს ვხედავ.
ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.