LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს

დაპოსტა 2024/07/21-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავად ქუთათელაძე ავრცელებს და მომხდარს მის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს:

“თსუ-ში პოლიტიკური რეპრესიები უკვე დაიწყო, ყოჩაღ თქვენ კოლეგებო, დაკვეთა შეასრულეთ? ვაკანტური ხდება ადგილი, რომელსაც 18 წელია ვიკავებ, რომლიდანაც რამდენჯერმე გაგდების მცდელობა საბოლოოდ, 2024 წელს შესრულდა. უბრალოდ მაინტერესებს კოლეგებო, არ გრცხვენიათ ჩემი, ან სტუდენტების, ვინც მე მიცნობს, ან თუნდაც ღმერთის? თითქმის 6 დღიანი ლოდინის შემდეგ მეტი ფანტაზია არ გეყოთ? რომ ასეთი უსირცხვილო ტყუილი დაგეწერათ. როგორი მარტივი ლოგიკაა, აქამდე ვაკმაყოფილებდი და ეხლა რა შეიცვალა? ასეთი ბრძანება მიიღეთ? პიროვნებას ავიწროებთ და ჩაგრავთ? 10 წლის წინ დაწყებული ამბავის ბოღმა ეხლა გასკდა? ჩემი თავისუფლება რომ ვერ გატეხეთ და ღირსება ფეხქვეშ რომ ვერ გათელეთ? რა ნამუსით აკნინებთ ჩემს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას, არ გრცხვენიათ? იქეთ არის თსუ-ს სირცხვილი, რომ ჩემი კვალიფიკაციის ადამიანი ასისტენ-პროფესორის პოსტზე გაყინეს და წინ არ გაუშვეს, რატომ? სისტემას არ აწყობს და ალბათ იმიტომ, ხომ მეთანხმებით. ძვირფასო კომისიის წევრებო, მართლა გჯერათ, რომ ის სამარცხვინო ტყუილი, რაც შემაჯამებელ ოქმში წერია რელევანტურია? როგორ დაიცავთ ამ სამარცხვინო ტყუილს სასამართლოზე, თსუ-ს აპელაციის ფორმალურ პროცესს არ ვგულისხმობ. ბევრის გადმოსახედიდან „განაჩენი“ ჩემ თავს მაშინ გამოვუტანე, როცა 13 კაციანი კათედრიდან მარტო მე მოვაწერე ხელი ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პეტიციას, ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო. როგორ ყალიბდებით – მუდმივმოქმედი კომისიები, ერთი-ორი ადამიანის შეცვლით, როდესაც თავმჯდომარე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და დაკვეთას ასრულებთ, უბრალოდ სირცხვილია. მთელი 18 წელია უკან მომყვება ფრაზები: „ვინ მოგიყვანა“, „საიდან მოხვედი“, „სირცხვილია შენი უნივერსიტეტში ყოფნა“, „გარედან მოსულო“, „ღორობაა შენის მხრიდან ასოცირებულის მოთხოვნა“, ამას კოლეგებისგან ვისმენდი, ერთი ადამიანი მთელს სისტემას შევები, ამას თსუ-ში ხომ არ პატიობენ. თითქოს აკადემიკოსობაზე ვიყრიდეთ კენჭს. რამდენჯერ მინახავს მეც და თქვენც, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე მცირე რაოდენობის სამეცნიერო მონაცემებით, ზოგჯერ დოქტორის ხარისხის არ მქონე ხალხი გასულა, ვისაც მფარველი ჰყავდა. რატომ არ წერთ რაც მე ვისაუბრე სამეცნიერო სიახლეებზე, სილაბუსებზე (ძველი და ახალი), სამეცნიერო მიღწევების სასწავლო პროცესში ადაპტირებაზე. ხარვეზად იმას მითვლით და იმიტომ მსჯით, რომ “გ კატეგორიის“ თანამდებობის 614 ლარიანი ხელფასით (იანვრიდან 715) ევროკავშირის ქვეყნებში ვერ მივდიოდი? რომელ თქვენგანს გაქვთ ბერლინსა და პარიზში გამოცემული ნაშრომები? თუნდაც გამარჯვებულ კანდიდატებს? თბილისში ჩატარებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციები რატომ არ გაითვალისწინეთ, სადაც მრავალჯერ აბსოლუტურად ახალი კვლევები გავაჟღერე, რომლებზეც არც გამარჯვებული კანდიდატებიდან და არც თქვენგან, რატომღაც ბევრი მათგანი არ მინახავს დასწრებული, თუ აქ ჩატარებული არ ითვლება? როგორ ამბობთ ასეთ ტყუილს რომ „სასწავლო-სამეცნიერო აქტივობას ვერ ახერხებს“, როდესაც ჩემ სიტუაციაში მყოფი ადამიანი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე რამდენიმე კაცი ერთად აღებული. რამდენ კანდიდატს აქვს აბსოლუტურად ახალი მოსაზრებები, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ისტორიოგრაფიაში, ამ კუთხით რაც გასაუბრებაზე ვთქვი სამეცნიერო სიახლეები, რატომ არ ახსენებთ? წინასწარ შეთანხმებულად გამარჯვებული კანდიდატების მსგავსად, რატომ არ მიწერთ, „რომ ის უკვე იკავებდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და ჩართულია საკონკურსო პროფილის სასწავლო კურსების განხორციელებაში. კარგად იცნობს ვაკანსიის პროფილს, მის მიერ შესაძლო წასაკითხ სასწავლო დისციპლინებში ასახელებს საგნებს, რომელიც მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებშია შეტანილი და თავად აქვს აღნიშნული სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენისა და წაკითხვის გამოცდილება“ – ეს სეგმენტი ჩემთან მიმართებით რატომ არ არის აღნიშნული? ამ კითხვას სასამართლოზეც დაგისმევთ. ეს ყველაფერი ხომ დასტურია იმისა, რომ ჩემთან მიმართებით გზის ბოლო დამთავრდა და ანგარიში გამისწორეს, თქვენი ხელით თქვენზე ზემდგომებმა. ჩემი რეპუტაციის შეურაცხყოფისთვის, ტყუილის გავრცელებისთვის და ჩემი უფლებების შელახვისთვის, ინდივიდუალურად ყველას პასუხი მოგეთხოვებათ. იმ ყალბ და ფარისევლურ გარემოში, რაც თსუ-შია, მხოლოდ სტუდენტებთან ურთიერთობა მაძლევდა ძალას, ბედნიერი ვარ, რომ მათგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოდიოდა, რაც მიათკეცებდა ძალას და პასუხისმგებლობას. ამ საქმეში ჩართულ არც ერთ პირს არც ამ სტუდენტების შეგრცხვებათ. ამ სცენარს განვიხილავდი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩემ სახეს და თავისუფლებას ვინარჩუნებ, რასაც სამწუხაროდ, თქვენზე ვერ ვიტყვი. წინასწარ გადაწყვეტილი კონკურსის შედეგი ცალკე თემაა, მაგრამ იცოდეთ, სადაც არ უნდა ვიყო, სამეცნიერო სივრცეში მე ჩემ სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი პროფესიული ღირსება ვინმემ შეურაცხყოს. ამ კონკურსის გადაწყვეტილება ჩემთან მიმართებით თსუ-ს სისუსტეზე მიანიშნებს და ერთგვარი განაჩენია ერთი პიროვნების მიმართ, რომელიც არასოდეს იქნება ანტიმეცნიერული და ანტისახელმწიფოებრივი პლატფორმის გამზიარებელი” -წერს ქეთევან ქუთათელაძე.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ხვალ ვარსკვლავები ვერძს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ამიტომ თამამად შეადგინეთ გეგმები, დაიწყეთ ახალი პროექტები, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რაც ვერძს ხელს შეუშლის,  შურიანთა კრიტიკაა. მისი მოსმენით, ის რისკავს ეჭვებს დაემორჩილოს...

დაწვრილებითDetails

„ახლა ყველაფერი მუქია… ტკივილი კი უკურნებელი…“ – მტკვარში დაკარგულ 23 წლის გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
„ახლა ყველაფერი მუქია… ტკივილი კი უკურნებელი…“ – მტკვარში დაკარგულ 23 წლის გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ
მთავარი

მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას ისევ ეძებენ. მისი ახლობელი მეგი კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „უკვე მეშვიდე დღეც მიილია, ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი. დრო გავიდა, მაგრამ შენზე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ ნიშნებს 35 წლის შემდეგ გაუმართლებთ

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

თხის რქა – გვიანი ტრიუმფის ოსტატი ბავშვობიდანვე თხის რქები სერიოზულები, თავშეკავებულები არიან და „თავის ასაკზე უფროსები“ ჩანან. ახალგაზრდობაში მათთვის ყველაფერი შეიძლება რთული იყოს: ისინი ბევრს შრომობენ და სიამოვნებას „მოგვიანებით“ გადადებენ....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშნები იღბალს კუდით დაიჭერენ

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

მორიელი ახალი კვირა საბოლოოდ მოგცემთ შესაძლებლობას გააკეთოთ ზუსტად ის, რაც გსურთ. მოუსმინეთ თქვენს სურვილებს და აიხდინეთ თქვენი ოცნებები. ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი თქვენი მონაწილეობის გარეშე მოხდება – დაიჭირეთ ბედნიერების ჩიტი...

დაწვრილებითDetails

ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს 3 ნიშანს უახლოეს დღეებში სიურპრიზსს უმზადებს

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

მერწყული კვირა მაქსიმალურად წარმატებული იქნება თქვენთვის. თქვენ მიიღებთ დიდ შესაძლებლობებს, მაგრამ თქვენი იღბალი შეიძლება ამოიწუროს, თუ სირთულეების გეშინიათ. თქვენ არ უნდა ეძებოთ მარტივი გზა, ბედი გულუხვად დაგაჯილდოვებთ ყველა განსაცდელის შემდეგ....

დაწვრილებითDetails

ფინანსური წარმატება ელის ზოდიაქოს 4 ნიშანს ამ კვირაში

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

კურო ეს კვირა ფინანსურად განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება. შესაძლებელია მიიღოთ წინადადებები, რომლებიც ადრე შორეული ან მიუღწეველი ჩანდა. თქვენი მოთმინება და წინდახედულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – თქვენ შეძლებთ მოგებიანი გარიგების დადებას, შემოსავლის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

რას ნიშნავს სახლში პეპელის შემოფრენა

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
რას ნიშნავს სახლში პეპელის შემოფრენა
მთავარი

პეპელა, როგორც სიმბოლო, ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურადღებას. სხვადასხვა კულტურაში ის არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს, არამედ სულების მნიშვნელოვან შეტყობინებებსაც. სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ნიშნები ასოცირდება პეპლებთან, როდის არის მათი გამოჩენა...

დაწვრილებითDetails

მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს
მთავარი

მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს. მედიის ცნობით, ანდრეი პორტნოვი მოკლულია ესპანეთის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში, პოსუელოში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან დილის საათებში. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ თემურ ყარალაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
მაისი 21, 2025
0
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ თემურ ყარალაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რეზო ნადოიმ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გალინა ნოზაძე 10 დეკემბერს სააადმყოფიში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"