LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული

„იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, მათგან, 13 უკვე დაკავებულია“ – შსს

დაპოსტა 2025/10/07-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს,  ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი – ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..

2 პირი ჯერ-ჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აქვე, საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..

რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ  ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე  საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე  გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ავტომობილი 6 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე 6 წლის ბავ­შვს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.   ბავ­შვი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ქუთაისის “ტორპედოს“ ფანკლუბი “ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს
მთავარი

ქუთაისის "ტორპედოს“ ფანკლუბი "ჯუნგლები“ პროტესტის ნიშნად თამაშებზე სიარულს წყვეტს. გულშემატკივრების განცხადებით, ისინი ტრიბუნაზე მანამ არ დაბრუნდებიან, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი პოსტს არ დატოვებს და კლუბში რადიკალური ცვლილებები არ...

დაწვრილებითDetails

ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება – ტორპედო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
მთავარი

ქუთაისის ტორპედო განცხადებას ავრცელებს და წერს რომ, მატჩებზე აღარ დაიშვებიან ის პირები ვინც სტადიონზე სიძულვილის ენას გამოიყენებს. ,,ქუთაისის "ტორპედო" გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

,,4 თვე სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყრიდან - შეჯამება როგორც იცით, 12 მარტს ტყიბულის რაიონი სოფელი კურსების ნაწილი მეწყერმა გააქრო. დავკარგეთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, შინაური ფრინველები და ცხოველები… მეკითხებით...

დაწვრილებითDetails

40 წლიანი მცდელობის შემდეგ 63 წლის ქალი დედა გახდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აზერბაიჯანში 63 წლის ქალის ისტორია, რომელმაც პირველად იმშობიარა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი განხილვის საგანი გახდა. ექიმ ნატიგ მაჰარამოვის ინფორმაციით, მისი პაციენტი, ჰაგიგატი, დედობაზე ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდა. 40 წელზე მეტი...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს 

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს...

დაწვრილებითDetails

მეუღლეს დანით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა – მამაკაცს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა
მთავარი

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. https://youtu.be/6a3Cle9_jcc?si=hn_jz9NPZZl_D3_W  ...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.  გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.  სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან  ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის...

დაწვრილებითDetails

ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან
მთავარი

ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლა პედაგოგს ემშვიდობება. „უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს... მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ის...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება ე.წ. „კანონიერ ქურდის“ უახლესი ფოტო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ვრცელდება ე.წ. „კანონიერ ქურდის“ უახლესი ფოტო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
მთავარი

ვრცელდება, ბესიკ ჯაფარიძის, მეტსახელად „მუნჯის“, უახლესი ფოტო. „კანონიერ ქურდს“ რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისსა და რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიციამ ერთ დღეში 29 პირი დააკავა, კიდევ სამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"