თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
15 წლის ბიჭის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის უშუალო თვითმხილველები ესაუბრნენ.
„დაახლოებით, 09:30 საათზე გავედი ჩემს ბიძაშვილთან სახლში. სადღაც, 13:15 საათზე გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე, 68 წლის კაცი ბავშვთან ერთად, რომელიც 9 წლის მეგონა. სკამზე იჯდა, მეგონა შვილიშვილთან ერთად იყო. ვერ ვიფიქრებდი, რომ მსგავს რამეს გააკეთებდა. ჩემს ბიძაშვილსაც დავუძახე, რომ დაენახა.რომ დაგვინახა, დააცემინა, უცებ აიწია და გავიდნენ. შემდეგ იგივეს სახლის გვერდითაც აკეთებდნენ. დავუძახე, რას აკეთებ-მეთქი. შემდეგ ის ბავშვი გამოვიდა. ზევით უბანში ამბობდნენ, რომ ბევრჯერ შეუნიშნავთ მსგავსი ფაქტი“, – ამბობს ერთ-ერთი მოწმე.
ამაზე საუბრობს ფაქტის უშუალო მეორე თვითმხილველიც:
„კონფლიქტი მეზობლებთან არ მქონია, მით უმეტეს, ბრალდებულთან. პოლიციაში დავრეკე იმის გამო, რაც დავინახე. მეორე თვითმხილველიც არის, რომელმაც უშუალოდ დამანახა ეს ფაქტი. მოდი, ნახე, ხომ არ მეჩვენებაო. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. წლებია მაგ კაცთან ერთად ამ ეზოში ვცხოვრობ. წაიყვანეს და დაჰკითხეს, იმ დღესვე დაბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით, ღამის 2 საათზე დააკავეს“, – ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
შეგახსენებთ, თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს. დაზარალებული 15 წლის ბიჭია, რომელზეც მეზობელი მამაკაცი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
68 წლის მამაკაცი დაკავებულია.