იამაიკის სანაპიროებთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა ეპიცენტრიდან 440 მილში, მაიამიშიც.
ამ დრომდე არ არის ცნობები სერიოზული ზარალის შესახებ მიწისძვრის ეპიცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ INDEPDENDENT-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომ ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, რაც კი ოდესმე უგვრძნია. გაცხადდა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიწისძვრა 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სტიქიის ზონაში.
მომხდარის შემდეგ ზემოხსენებულ რეგიონში ცუნამის საშიშროება , რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას იამაიკის, ბელიზის, ჰონდურასის, კუბისა და მექსიკის სანაპიროებთან- ტალღის სიმაღლებმ შესაძლოა, მიაღწიოს 0.3-იდან 1 მეტრამდე.