“იაკობ გოგებაშვილისეული დედაენის ბეჭდვა ჯამურად 246 400 ლარი დაჯდება” – ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო ვებ – გვერდი Edu. aris.ge ავრცელებს.
დედაენის დაბეჭვდაზე ხელშეკრულება გაფორმდა სააგენტოსა და სპს “კონსორციუმი – ქართული სტამბების გაერთიანება, სეზანი, ფავოტირი სტილი, გამომცემლობა „კოლორს“ შორის.
დედაენის სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება , თითოეული იბეჭდება 55 000 ერთეული.
სახელმძღვანელოების ბეჭდვა ჯამურად 246 400 ლარი ჯდება.
ხელშეკრულების შესაბამისად, პირველი კლასის დედაენის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილების მიწოდება 2019 წლის 14 სექტემბრამდე, მეორე ნაწილების კი 1 დეკემბრამდე დასრულდება.
„სკოლების მიერ არჩევის საკითხი არ დგას, სკოლას რაც ჰქონდა ისევ ის სახელმძღვანელო დარჩება. ეს დედაენა გადაეცემა ბუკთან ერთად საჩუქრად ყველა პირველკლასელს, ეს არის კომპლექტი, ხოლო დედაენა, რომელიც სკოლას აქამდე ჰქონდა შერჩეული, ჩვეულებრივად დარჩება. ამ შემთხვევაში, მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, ან გაყვეს იმ ძირითად ხაზს რაც ჰქონდა აქამდე და ეს დედა ენა დამატებით გამოიყენოს, ან პირიქით, ძირითად დედაენად ეს სახელმძღვანელო გამოიყენოს, ხოლო რაც აქამდე ჰქონდა სკოლას შერჩეული, ის დამატებითად“, – აცხადებენ სამინისტროს გრიფირების სამსახურში.