LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თქვენ იცით ვინ არიან ნამდვილი გმირები?

თქვენ იცით ვინ არიან ნამდვილი გმირები?

დაპოსტა 2020/08/16-ში
A A
8.8k
ნახვა
გაზიარება

მთელი საღამოა ვფიქრობ, დამეწერა თუ არა, ბოლომდე ვერ გადავწყვიტე, მაგრამ მაინც ვიწყებ წერას. იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმემ მაქოს/მადიდოს, არამედ ჩემი ფიქრები მინდა გაგანდოთ. ფიქრები, რომლებმაც დღეს საზოგადო სახე მიიღო და დარწმუნებული ვარ, მარტო ჩემთვის არა.

თქვენ იცით ვინ არიან ნამდვილი გმირები? ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ მათ მიერ გავლილმა გზამ ისინი ყველაზე ძლიერ, მებრძოლ, თავდადებულ ადამიანებად აქცია და არცაა გასაკვირი, რომ საქართველოს არაერთი თავდადებული გმირი ჰყავს. გმირები, რომლებმაც სიცოცხლე მიუძღვნეს საქართველოს ერთიანობას.
თქვენ ფიქრობთ, რომ მათ არ ეშინოდათ? შიში ყველა ნორმალური ადამიანის თვისებაა, მაგრამ მათ გადააბიჯეს ამ შიშს და ღირსეულად განაგრძეს თავიანთი საქმე.
გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. ყველა დავიბადეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ერთეულებს აქვს გმირული სულისკვეთება და მებრძოლი ხასიათი.
დიახ, ერთეულებს. დავიჯერო, ყველა წავიდოდა საქართველოს დასაცავად? არა.
წავიდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც მართლა გული შესტკიოდათ საქართველოზე. ქვეყანაზე, რომელსაც ყოველდღე ჭამდა რუსეთი, მზაკვრული ხერხებით ცდილობდა ჩვენს განადგურებას.
რაღა დაგიმალოთ და შეძლო – მან არაერთი გმირი წაგვართვა, არაერთი დედა შემოსა შავებში, ბავშვებს მშობლები წაართვა, ფაქტობრივად, მომავლის რწმენა წაგვართვა…

იძულებული გახადეს გამსახურდია და მისი მომხრეები თბილისი დაეტოვებინათ, ,,კანონიერი ქურდები” გააბატონეს, ისინი ეხმარებოდნენ აფხაზ სეპარატისტებს და შედეგად – 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ერთ დროს ყველაზე მდიდარი მხარე 300 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, რომლებსაც დღესაც დევნილობაში უწევთ ყოფნა. რა გასაკვირია, რომ პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი.

კიდევ არ გჯერათ, რომ
რუსეთი ოკუპანტია? კიდევ არ გჯერათ, რომ რუსეთმა შეიწირა ჩვენი გმირები?
,,ჰაკი აძბა” მაინც გეცოდინებათ.
თურმე, არაფერი ყოფილა იმაზე კარგი, როდესაც გმირებს ზრდი. გმირებს, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ, მაგრამ იცი, რომ მათი სახელი ძალიან, ძალიან დიდხანს შემორჩება ისტორიას.

ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობდი დღეს, როდესაც ვუყურებდი როგორ დასტიროდა მშობლები 27 წლის წინ, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირ შვილს – ბესოს.
ბევრი რამ ითქვა მასზე, ვინც იცნობდა ყველამ იცოდა მისი სამშობლოზე უზომო სიყვარულის შესახებ. მან ყველაზე კარგ ეტაპზე, სტუდენტობაზე, თქვა უარი და სხვა ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს მთლიანობას შეწირა თავი.
დღეს ვხედავდი როგორი მძიმე იყო მშობლისთვის შვილის საფლავზე ტირილი, მაგრამ ასევე ვხედავდი გმირი შვილის მშობლებს! ბესო გმირია! გმირია მასთან ერთად დაღუპული ყველა ახალგაზრდა, გმირები არიან ისინი, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ დამპლური იმპერიის წინააღმდეგ.

დღეს ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, ყველას ბოლო სიკვდილიაო, მაგრამ გმირულად სიკვდილი უკეთესია!

დიდება გმირებს! მადლობა გმირების მშობლებს!
და რუსეთი ოკუპანტია!

მაგდა ჯიშკარიანი

სტუდენტი

 

გაზიარება3581

დაკავშირებული -პოსტები

ლისის ტბასთან ახლოს ბაიკერი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ლისის ტბის მიდამოებში, სოფელ წოდორეთთან ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული,...

დაწვრილებითDetails

მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი
მთავარი

ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ძებნა უკვე მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პატარა ბიჭი 15 ივნისს მდინარე სუნჟაში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გადასარჩენად წყალში გადახტა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს 23 ივნისს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა
მთავარი

პოლონეთში 23 წლის საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩობათუმის მცხოვრები, 23 წლის ჯაბა თავართქილაძე, პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.ჯაბას მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში ( Zary) სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა
მთავარი

საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 200 სოფელი გაუკაცრიელებულია, 278-ში კი 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
რის შეძენაში დაემხარება მთავრობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებს
მთავარი

საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა - 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში. ამავე მონაცემების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებში ვკითხულობთ. "2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

პოლონეთში 23 წლის ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო - ინფორმაციას Marneuli News ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული ბათუმის მკვიდრია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"