თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ასე გიპასუხებთ. თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალაა. ვისურვებდი, რომ მათ შუამავლის მისია არ ჰქონოდათ. ვისურვებდი, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ახდენს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.