LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თუ რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესლმებით – დავით ზალკალიანი

დაპოსტა 2020/04/21-ში
159
ნახვა
გაზიარება

თუ ზოგადად, მსოფლიოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდგომ, რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და აღადგენს ავიამიმოსვლას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესლმებით, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყბის ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.

დავით ზალკალიანიის თქმით, პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა ჩვენს ათასობით მოქალაქეს ცხოვრებას ურთულებს.

„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ ზოგადად მსოფლიოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდგომ, რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და აღადგენს ავიამიმოსვლას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესლმებით ამას, რადგან პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე აისახება დადებითად. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა.

„საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულები გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე. რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ასეთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც“, – აღნიშნა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის მალე გადაწყვეტას იმდოვნებს.

2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანისა და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

“რამდენი დარდი გაიყოლე”-ავარიის შედეგად დაღუპულ ქალს გლოვობენ

დეკემბერი 17, 2025
184
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია. გარდაცვლილ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან „ჩემო...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
239
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
242
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5.6k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
2.2k
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4.2k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
80
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
61
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails

ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია

დეკემბერი 16, 2025
220
მთავარი

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა – რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია? სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ...

დაწვრილებითDetails

მაშანტაჟებდნენ – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 16, 2025
145
მთავარი

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში. ორგზის ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».