”ჯერ არ ვიცით გაიზრდება თუ არა ტარიფი, კალკულაცია სჭიდება და თუ პროფესიონალია ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს მის პარტიულ კუთვნილებას რატომ არ უნდა დავასაქმოთ” – ამკს შესახებ შპს ”სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორის მოადგილემ ირაკლი ცხვედიანმა გიგა შუშანიას საპასუხოდ განაცხადა.
დღეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ქალაქში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა რომ ისაუბრა ტრანსპორტის გაძვირება, სოციალურ ფონს მეტად გაართულებს და მას რეალურად, ახალი ტრანსპორტის შემოყვანასთან კავშირი არ აქვს. გიგა შუშანაიას განცხადებით, ტარიფის გაძვირება “ქართული ოცნების” კორდინატების შენახვას და საარჩევნოდ რესურსის მობილიზებას ემსახურება.
ქუთაისში ახალი ავტობუსები მარტიდან უნდა შემოვიდეს, სატრანპორტო კომპანიაში კი 200-მდეადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.